ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 19.03.2019
ნანახია: 640

ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაიჭირა, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და კომიტეტის თავმჯდომარეობას საკუთარი სურვილით დატოვებს.  

„პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რაც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე, თქვენ დღეს დაინახეთ, რომ, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ვაჩვენე, პრაქტიკულად, სახე აი ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა, მე მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე