ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დროს ზონდერები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ - ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:29 | 19.03.2019
ნანახია: 720

ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და  რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ ზუსტად იგივე დავალებებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები”- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„აბსოლუტურად ვეთანხმები გედის განცხადებას, ეს არის კოლექტიური და თანამედროვე შარიკოვების ჯგუფი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა და გააბითურა „ქართული ოცნების“ იდეა. გუშინ ჩანდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და  რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ ზუსტად იგივე დავალებებს და იგივე მეთოდით მოქმედებენ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მანამდე. გუშინდელი დღის შემდეგ კითხვა თუ, რატომ წავედით ჩვენ „ქართული ოცნებიდან“ არავის არ უნდა დარჩეს. ეს ადამიანები  მართლა თავიდან ფეხებამდე არიან კორუფციაში ჩაფლულები და სასამართლოს სისტემას იყენებენ პირადი კომერციული ბიზნესინტერესებისთვის, ვგულისხმობ პირველ რიგში ზარდიაშვილი – მდინარაძის ჯგუფს. პირველად მათგან გავიგე სიტყვა ბუღალტერია, რაც როგორც მერე გავარკვიე, არის შუამავლობა პარლამენტსა და სასამართლოს შორის. ეს ადამიანები ბედავენ და ვინმეს მიმართ იშვერენ ხელს, მე არასდროს დავალ მათ დონემდე, მათი სალაპარაკო ენა არის განსხვავებული“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე