საქართველომ ევროკავშირთან 6.3%-ით ნაკლები ივაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 19.03.2019
ნანახია: 981

2019 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.

იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე