„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობის ასაღებად - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:06 | 18.03.2019
ნანახია: 2312

„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე პასუხისმგებლობის ასაღებად და ქვეყნის მმართველობის ასაღებად, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ეს პრინციპულად იქნება სხვანაირი მმართველობა. ეს იქნება, მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა ახლი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოდით პირველად გამოვცადოთ ეს ტექნოლოგიები სწორედ ჩვენი შიდაპარტიული დემოკრატიის და მართვის თვალსაზრისით“, - განაცხადა სააკაშვიილმა.

სააკაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში, პარტიის საორგანიზაციო ბირთვი, შექმნის აპლიკაციას და თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა პირდაპირ ელექტრონულად და პირდაპირ ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კანდიდატების შერჩევაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე