ეკა ბესელია UNDP-ის მრჩეველს, კევინ დევოს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 14.12.2015
ნანახია: 1487

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე, ეკა ბესელია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების ფონდის (DFID) მრჩეველს, კევინ დევოს შეხვდა. 
კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის 2015 წლის სამოქმედო გეგმების განხორციელებაზე, მიმდინარე პროექტებსა და არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელ გეგმებზე იმსჯელეს. 
შეხვედრისას კევინ დევომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას მაღალი შეფასება და ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გამართული სხდომების, ასევე განხილვების ფაქტსა და დადებით შედეგებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე