სასურველია, აფხაზეთში არსებული სომხური ეკლესიები დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:39 | 15.03.2019
ნანახია: 759

პატრიარქის სიტყვებია: სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთა კათოლოკოს გარეგინ II-თან გამართულ შეხვედრაზე.

„ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან  ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე