ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 10:57 | 15.03.2019
ნანახია: 987

საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ქვეყანაა; ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემსაქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მონაწილეებს, რომლებსაც ტოკიო მასპინძლობს.
მთავრობის მეთაურმა ფორუმის გახსნისას იაპონია-საქართველოს შესანიშნავ ხალხთაშორის და პოლიტიკურ კავშირებზე გაამახვილა ყურადღებადა აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.
მამუკა ბახტაძე ღონისძიების მონაწილეებს განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე ესაუბრა, რომლის თანახმად, სექტორის დაფინანსება2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს.
“იაპონია ყოველთვის გამოირჩეოდა მსოფლიოში ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული თანაარსებობით, რამაც უპრეცედენტო წარმატებასდაუდო საფუძველი. ჩვენც ზუსტად ასე ვხედავთ განვითარებას, თუმცა შეუძლებელია ნამდვილად მდგრადი და გამძლე ეკონომიკის შექმნაძლიერი ადამიანური კაპიტალის გარეშე. ზუსტად ამ მიზეზით დავიწყეთ განათლების სექტორში ძალიან ამბიციური რეფორმა ჩემს ქვეყანაში. გვსურს, განათლება საქართველოს ეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტამდე გავზარდოთ მისიწილი საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით. განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსებისყოველწლიური ზრდა, რომელიც 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მიაღწევს. ხშირად მითქვამს, რომ რეფორმებისკუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო მრავალი მიმართულებითვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისადა ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე; ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონეეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა - ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა - სტრატეგიული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების უახლეს რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა.
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება მთელსსამეზობლოში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდა არ უნდა იყოს 5 პროცენტზე ნაკლები. ამას გარდა, მსოფლიოში ყველაზედაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც სრულად იქნებაინტეგრირებული გლობალურ კონტექსტში, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო ცენტრი. ამ კუთხით ზრდისუდიდეს პოტენციალს ვხედავთ, კონკრეტულად კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისმიმართულებით. ორი კვირის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაზარდა BB ნიშნულამდე დასაქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სარეიტინგო მაჩვენებელი გაეზარდა. ინფრასტრუქტურის როლი ამ გზაზე გადამწყვეტიადა ამ მიზნით ვაპირებთ, 2023 წლისთვის დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამჟამად შავი ზღვისსანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევუფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა დაცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდითინტეგრაციაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან დადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საშუალებით წვდომა გვაქვს 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზრებთან”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაცსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევოკომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი.
პრემიერის შეფასებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ერს შორის ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროშითანამშრომლობას. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე, რაციაპონიიდან საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
“დასკვნის სახით, მინდა, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი მოვფინო საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და რეგიონულ ცენტრადქცევის უდიდეს პოტენციალს. იაპონია ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევდა იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი ნების მქონე ერმა დაძლიოს ბევრისირთულე და წარმატებას მიაღწიოს. კვლავ ვიტყვი, რომ თქვენი დახმარებით და პარტნიორობით ყოველდღე გვახსენდება, რომ წინ ნათელიმომავალია. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოთი დაინტერესებისთვის და იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს მალე ვიხილავჩემს ქვეყანაში”, - მიმართა პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე