იშვიათი ვარდისფერი ალმასი 8,75 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 14.03.2019
ნანახია: 149

13,33 კარატიანი ვარდისფერი ალმასი ანტვერპენის აუქციონზე 8,75 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ იუწყება კომპანია Gem Diamonds-ი, რომელსაც ალმასი ეკუთვნოდა. ძვირფასი ქვა ლესოტოს საბადოზეა აღმოჩენილი.

დაუმუშავებელი ქვისთვის ერთი კარატის ფასი - 657 ათასი  დოლარი, რეკორდული აღმოჩნდა

ვარდისფერი ალმასები იშვიათობას წარმოადგენს. ძვირფასი ქვა მსოფლიოში მოპოვებული ალმასების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე