ნატო მხარს უჭერს აშშ-ისა და „თალიბანის“ მოლაპარაკებებს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 14.03.2019
ნანახია: 257

ნატო სრულად უჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენლებისა და მოძრაობა „თალიბანის“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელმაც შესაძლოა, ავღანეთში ომი საბოლოოდ დაასრულოს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ მოლაპრაკებებს. მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის შესაძლოა მშვიდობისა და ჩვენი მომავალი მოქმედებების შესახებ გადაწყვტილების საფუძველი გახდეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე