დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო წარმოადგინეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 14.03.2019
ნანახია: 120

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმი წარმოადგინეს. სუნამოს ფასი 1,3 მლნ დოლარს შეადგენს.

Nabeel-ის სუნამო Shumukh-ი სერია The Spirit of Dubai-ში შედის. ის მორთულია ბრილიანტებით, მარგალიტებით, ტოპაზებითა და სხვა ძვირფასი ქვებით. ასევე ოქროთი და ვერცხლით. სუნამო დუბაის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრ Dubai Mall-შია წარმოდგენილი. მსურველებს მისი დათვალიერება მარტის ბოლომდე შეეძლებათ.

სუნამოს შექმნას სამი წელი დასჭირდა. პარფიუმი უნისექსია. ჭურჭელი, რომელშიც 3 ლიტრი პარფიუმია მოთავსებული, მურანოს მინისგან არის დამზადებული. მისი სიმაღლე კონსტრუქციასთან ერთად, რომელიც დიზაინერული ელემენტებით არის დეკორირებული, 1,97 მეტრს შეადგენს. სუნამო დისტანციური მართვის მექანიზმის საშუალებით იფრქვევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე