ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში გადაასვენეს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 14.03.2019
ნანახია: 1170

გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, იმ სახლში გადაასვენეს, სადაც წლების წინ ცხოვრობდა. 

კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს აკონტროლებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.

ერთ-ერთი ვერსიით, საოკუპაციო ხაზთან დაკავების შემდეგ, ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ელექტროშოკი გამოიყენეს, ამ დროს კვარაცხელიას გულის შეტევა მოუვიდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე