ქობულეთში საფლავები გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 16:14 | 08.03.2019
ნანახია: 1196

ქობულეთში საფლავები გაქურდეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, წაღებულია საფლავების ღობეები და მოხსნილია ჭიშკრები. შემთხვევა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე მოხდა. 

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედებმა რკინის კონსტრუქციები სავარაუდოდ ლითონის გადამამუშავებელ პუნქტში ჩააბარეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე