გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:04 | 08.03.2019
ნანახია: 1012

გლდანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე  ყაჩაღური თვდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს.

თავდასხმა და ორმხრივი სროლა გლდანში დაახლოებით დილით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის შედეგად დაცვის თანამშრომელი დაიჭრა.

ორმხრივი სროლისას დაზიანებულია ავტომობილები და მაღაზიები. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე