მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების მოპარვისთვის არასრუწლოვანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 08.03.2019
ნანახია: 795

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული  თ.ა. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების  მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.

სამართალდამცველებმა თ.ა.-ს  პირადი ჩხრეკისას,  ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და  ,,ბ" ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება მხილებული პირის ოჯახის განცხადებას, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს შესწავლა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე