უილ სმიტი საკმარისად შავი არ არის იმისთვის, რომ სერენა უილიამსის მამის როლი ითამაშოს - სკანდალი ჰოლივუდში |ფოტო

საქართველო, თბილისი - 17:07 | 07.03.2019
ნანახია: 1360

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ უილ სმიტი ბიოგრაფიულ ფილმში,  ცნობილი ჩოგბურთელების - ვინუს და სერენა უილიამსების მამის როლზე განიხილება, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მისი ერთი ნაწილი ფილმის ავტორების არჩევანს იმ მიზეზით აკრიტიკებს, რომ სმიტი საკმარისად შავკანიანი არ არის იმისთვის, რომ რიჩარდ უილიამსის როლი შეასრულოს.

გაჩნდა ახალი ტერმინიც  „კოლორიზმი“ - რასიზმის ნაირსახეობა, როდესაც ერთი რასის ადამიანთა შორის უპირატესობას ანიჭებენ მას, რომელსაც კანი შედარებით ღია ფერის აქვს.

77 წლის რიჩარდ უილიამსი სპორტის სამყაროში ლეგენდარული ფიგურაა. მან ქალიშვილების ვარჯიში მათი ადრეული ასაკიდან დაიწყო და მსოფლიო ჩოგბურთის მწვერვალზე დამოუკიდებლად აიყვანა.

გარეგნულად რიჩარდ უილიამსი მკაცრად გამოიყურება და მისი კანის ფერი უფრო მუქია, ვიდრე უილ სმიტის.

მსახიობს მის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

Ричард Уильямс




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე