სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის წერილების გაგზავნაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 07.03.2019
ნანახია: 894

სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ მუქარის წერილების გაგზავნაში ბრალდებული გიორგი რუსიტაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილ ჯარისკაცს სახელმწიფო ქეთევან და თეიმურაზ გურჯისტანებისთვის მუქარის წერილების გაგზავნას ედავება.

რუსიტაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მას დაუსწრებლად აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული და ძებნაა გამოცხადებული.

პროკურორის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახს ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ იგი საქართველოდან არ წავიდოდა. პროკურორი მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიერ ეს გზავნილი, მუქარად იქნა აღქმული.

რუსიტაშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ ყოფილი სამხედროს გზავნილი საფუძვლიანი შიშის გამომწვევი არ ყოფილა.

„მესიჯი რაც არის ეს არის შუბლს გაგიხვრეტთ თუ საქართველოს არ დატოვებთ, თქვე მოღალატეებო - მუქარად ზოგადად ეს უნდა აღიქვას იმის მიხედვით, ობიექტური პირი როგორ შეაფასებს ამას. სასამართლოს სხდომაზე მოდით დაველოდოთ მტკიცებულებების გამოკვლევას და მგონი თვითონაც დარწმუნდებით,რომ საფუძვლიანი შიში გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა,“ - ამბობს ბრალდებული ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე