პუტინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების „დემოკრატიულად“ ჩატარებისთვის, დამკვირვებლებს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 12:16 | 07.03.2019
ნანახია: 1261

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს დაპირდა, რომ რუსეთი ე.წ. საპარლამენტო აჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის, რათა ე.წ. არჩევნებმა „დემოკრატიულად“ და „გამჭვირვალედ“ ჩაიაროს.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები კანონის სრული შესაბამისობითა და დემოკრატიის საფუძველზე ჩატარდეს. ჩვენი მხრიდან, როგორც შევთანხმდით, დამკვირვებლებს გავაგზავნით“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზურუნველყოს ე.წ. სამხეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე