ბათუმში კორპუსების სარდაფებში საკანალიზაციო სისტემა იცვლება

საქართველო, თბილისი - 12:01 | 25.09.2015
ნანახია: 2010

ბათუმში კორპუსების სარდაფებში საკანალიზაციო სისტემა იცვლება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რურუას ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების სარდაფების საკანალიზაციო სისტემა იცვლება. სამუშაოები უკვე დასრულდა რურუას #1-სა და ‪#‎1ა-ში. ამჟამად საკანალიზაციო სისტემა რურუას #13-ში მდებარე სახლის სარდაფში იცვლება.
მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისთვის 45 ათასამდე ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს საკანალიზაციო სისტემა 25 სახლის სარდაფში გამოიცვალა. გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 8 მისამართზე.
სარდაფების საკანალიზაციო სისტემის გამოცვლას მერიის ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი ახორციელებს. სამუშაოების ღირებულების 97% ქალაქის ბიუჯეტიდან იფარება, 3% კი, პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა დაფაროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე