„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 09:58 | 06.03.2019
ნანახია: 2655

ტელეარხმა HBO-მ გამოაქვეყნა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პირველი ტრეილერი, რომელიც ფართო ეკრანებზე 14 აპრილს გამოვა.

ვიდეო რგოლში ჩანან ცოცხლად გადარჩენილი გმირები, რომლებიც მზად არიან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 „მტრები არ იღლებიან, არ ჩერდებიან და არაფერს გრძნობენ“, - ნათქვამია ტრეილერში.

მანამდე დეინერის ტარგარიანის როლის შემსრულებელი ემილია კლარკი ამბობდა, რომ დასკვნითი ეპიზოდები ყველაზე დამაინტრიგებელი იქნება და მაყურებლებს შოკში ჩააგდებს.

სერიალს 2011 წლიდან იღებენ ჯორჯ მარტინის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით. ამ ხნის განმავლობაში მან 38 „ემი“ მიიღო. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „სამეფო კარის თამაშები“ პოპულარული გახდა სიუჟეტების მოულოდნელი განვითარებითა და მთავარი გმირების დაღუპვით.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე