ჯონი დეპი ემბერ ჰერდს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 05.03.2019
ნანახია: 1616

ჰოლივდუის მსახიობი ჯონი დეპი ყოფილ ცოლს ემბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პორტალი Radar Online  სასამართლოს მასალებზე დაყრდნობით წერს.

დეპი და ჰერდი 2017 წელს განქორწინდნენ. ემბერმა ყოფილი ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხად, რომ ერთ-ერთი ჩხუბის დროს დეპმა თითზე თვითდაზიანება მიიყენა. ემბერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯონიმ კედელზე სისხლით მსახიობ ბობი ტორნტონის სახელი დაწერა, რომელზეც ამბობდა, რომ ემბერს მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, სასამართლოში დეპი განაცხადებს, რომ დაზიანება ცოლმა მიაყენა, რომ თითქოს ჰერდმა მას არყის ბოთლი ესროლა, რომლის ნამსხვრევებიც ჯონს შუა თითზე მოხვდა. ამის შემდეგ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავს ქირურგის დახმარება დასჭირდა.

პატივისა და ღირსების შელახვის შესახებ სარჩელით დეპი ყოფილი ცოლისგან 50 მლნ დოლარის გადახდის მოთხოვნას აპირებს. მსახიობმა განაცხადა, რომ ცოლის ბრალდებებმა მას კარიერა დაუნგრია. მსახიობების განქორწინების პროცესი 2016 წელს დაიწყო, ჰერდი ყოფილ ქმარს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

სასამართლომ დეპს ცოლთან მიახლოება აუკრძალა. 2017 წლის იანვარში წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე