ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ ყოფილი ცოლი დაქორწინებიდან 1 თვის შემდეგ ილონ მასკთან ღალატობდა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 04.03.2019
ნანახია: 1229

ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ემბერ ჰერდმა დაქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ უღალატა. დეპი ირწმუნება, რომ ჰერდი  Space X-ის დამფუძნებელსა და Tesla-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ხვდებოდა.

ჟურნალ People-ის ცნობით, მსახიობმა ასევე განაცხადა, რომ მასკი მათ სახლში ხშირად მიდოდა, როდესაც დეპი უცხოეთში იმყოფებოდა. ამის გარდა, ჯონი კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ 2016 წელს ჰერდის მიერ მის მიმართ წამოყენებულ  ბრალდებები ტყუილია.

2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი სასამართლოში საპასუხო სარჩელს შეიტანს, სადაც ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანაშაუელებს და მისგან 50 მლნ დოლარის გადახდას მოითხოვს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე