ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 01.03.2019
ნანახია: 1183

დუბაის საერთაშორისო ტურნირის მე-3 წრეში  ნიკოლოზ ბასილაშვილი  მე-6 ნომრად განთესილ 22 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩს  შეხვდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 2:6, 6:7 (1:7).

გამარჯვებული ხორვატი ნახევარფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერს  შეხვდება, რომელიც ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი გაელ მონფილსი და სტეფანოს ციციპასი შეადგენენ. 

პირველ სეტში ნიკა ბასილაშვილმა 1:1-ზე მოახერხა ხორვატის მოწოდების ართმევა და ამის მერე ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. სამწუხაროდ, მეორე სეტი ჩორიჩის სრული უპირატესობით დაიწყო. 0:5-ზე ბასილაშვილმა გაიბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ორი გეიმის მოგება შეძლო. 

გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილმა 1:2-ზე დათმო მოწოდება, მაგრამ 2:4-ზე უკან დაიბრუნა მოწოდება. ასე მივიდა საქმე ტაი ბრეიკამდე, რომელშიც ხორვატმა აშკარად დაჯაბნა ქართველი.

შეგახსენებთ, რომ დუბაის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი კარენ ხაჩანოვი და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ორშაბათის რეიტინგ ლისტში ბასილაშვილი დიდი ალბათობით, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი იქნება. 

წყარო: popsport.com


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე