სერიალ „მენტალისტის“ ვარსკვლავი ლიზა შერიდანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 28.02.2019
ნანახია: 1496

ამერიკული სერიალის „მენტალისტის“ ვარსკვლავი ლიზა შერიდანი გარდაიცვალა. ის 45 წლის იყო. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.

„ლიზა ორშაბათს დილით გარდაიცვალა. ის ახალ ორლეანში თავის სახლში იმყოფებოდა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია“, - წერს გამოცემა.

მსხიობის მენეჯერის მიტჩ კლემის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მან თავი მოიკლა, სინამდვილეს არ შეესაბამება. „ოჯახმა ერთმნიშვნელოვანდ დაადასტურა, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა“, - აღნიშნა კლემმა.

ლიზა შერიდანი მონაწილეობდა 40-ზე მეტ პროექტში. მას პოპულარობა მოუტანა ისეთმა სერიალებმა, როგორიცაა „შემოჭრა“, მენტალისტი“, „სკანდალი“ და „საზღვაო პოლიცია: სპეცგანყოფილება“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე