სირიაში ახალშობილს თავში ჭურვის ნამსხვრევი აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 25.09.2015
ნანახია: 1980

სირიის ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა გოგონა თავში ჭურვის ნამსხვრევით. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

მუცელში დაჭრილი ორსული ქალაქის საავადმყოფოში საცხოვრებელი კვარტლების საარტილერიო დაცხრილვის შემდეგ მიიყვანეს. ექიმებმა ცხრა თვის ორსულს სასწრაფოდ საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.

ახალშობილს შუბლის არეში ჭურვის ნამსხვრევი აღმოაჩნდა. ექიმებს გაუჭირდათ აეხსნათ ბავშვმა გადაარჩინა დედა სიკვდილს თუ დედამ ბავშვი. ორივემ სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. თვალის ზემოთ, შუბლის არეში მოხვედრილ ჭურვის ნამსხვრევს ახალშობილის მხედველობის ორგანო არ დაუზიანებია.

გოგონას ამელი დაარქვეს, რაც არაბულ ენაზე „იმედს“ ნიშნავს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე