აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 27.02.2019
ნანახია: 1308

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში, დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. აბაშიძის თქმით, შეხვედრის თემები იქნება, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა. 

„ასევე, აუცილებლად შევეხებით 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო მონიტორინგის შესახებ. ასევე, ვისაუბრებთ იმ ვითარებაზეც, რომელიც ოკუპირებულ რეგიონშია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. სულ უფრო რთული ხდება ადამიანების მოძრაობა საოკუპაციო ხაზზე, შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები შიგნით – ყველაფერი, რაც ხდება, სამწუხაროდ, უკეთესობის იმედს ვერ იძლევა. ამაზე აუცილებლად მექნება საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, ყოველთვის ვამახვილებდი და დღესაც გავამახვილებ ამაზე ყურადღებას“, – თქვა ზურაბ აბაშიძემ. 2019 წელს ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატის პირველი შეხვედრაა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე