ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

საქართველო, თბილისი - 12:28 | 27.02.2019
ნანახია: 1233

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 22-24 თებერვალს გამართული დიუსელდორფის გრან სლემის შედეგების გათვალისწინებით მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და ქართველი ძიუდოისტები ისევ მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მამაკაცებს შორის, შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ლიდერობენ საქართველოს ნაკრების წევრები. 66 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში ვაჟა მარგველაშვილი უდგას, 100 კილოგრამს - ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100-ს - გურამ თუშიშვილი.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, 24 წლის გურამ თუშიშვილს 2019 წელს არც ერთ ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა და წინა ორ სეზონში დაგროვილი ქულებიც ჰყოფნის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად.

საუკეთესოთა რეიტინგის მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრია. ვაჟა მარგველაშვილი მეშვიდე ნომერია, ლაშა შავდათუაშვილი კი - მეათე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე