კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე 27,5 მლნ ფუნტად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 27.02.2019
ნანახია: 1501

კლოდ მონეს ნახატი „დოჟების სასახლე“ Sotheby's-ის აუქციონზე 27,5 მლნ ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის საიტზე განთავსებულ განცხადებშია ნათქვამი.

ნახატი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა. ევროპაში Sotheby's-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ჰელენა ნიუმანმა ტილოს ნამდვილი შედევრი და მონეს დიდებული ნახატი უწოდა.

კლოდ მონემ „დოჟების სასახლე“ ვენეციაში ყოფნის დროს, 1908 წელს, სამი სხვადასხვა ვარიანტით შექმნა. ორი სხვა ფერწერული ტილო ნიუ-იორკის ბრუკლინისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმებში ინახება.

მონე იმპრესიონიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად არის აღიარებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე