რატომ ეცვა ბილი პორტერს კაბა ოსკარის ცერემონიაზე

საქართველო, თბილისი - 15:38 | 25.02.2019
ნანახია: 2135

ამერიკელი მსახიობი ბილი პორტერი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კაბით მივიდა.

შავი ხავერდის კაბა მსახიობს დიზაინერმა კრისტიან სირიანომ შეუკერა. პორტერმა კაბას შავი ბოლერო დაუმატა, რომელიც მამაკაცის მოკლე პიჯაკს გავდა.

49 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს ბილი პორტერს ცერემონიაზე მეუღლე ადამ პორტერ-სმიტი ახლდა.

თებერვლის დასაწყისში ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტის ღონისძიებაზე პორტერს Calvin Klein-ის კაბა ეცვა. მაშინ მან თავისი სტილი მიუძღვნა მარგინალიზებულ ძმებსა და დებს ლგბტ თემიდან.

როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს, მსახიობი ცნობილია გენდერულფლუიდური სტილით (ჩაცმულობა, რომელშიც ერთდროულად გამოყენებულია მამაკაცისა და ქალის სამოსის ელემენტები).

პორტერმა სახელი გაითქვა სერიალებით „პოზა“ და „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, ასევე ფილმებში „ნოელი“ და „გატეხილი გულების კლუბი“ შესრულებული როლებით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე