ოსკაროსანი მსახიობი რამი მალეკი დაჯილდოების დროს სცენიდან გადავარდა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:40 | 25.02.2019
ნანახია: 1586

ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ ვარსკვლავი რამი მალეკი, რომელმაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო, ცერემონიის დროს სცენიდან მაყურებელთა დარბაზში გადავარდა. მსახიობს ექიმების დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ ჟურნალი People იუწყება. 


37 წლის მალეკი პოდიუმიდან ოსკარის ქანდაკებასთან ერთად გადავარდა.

ინციდენტის შემდეგ მალეკი დარბაზში სავარძელზე დასვეს, შემდეგ კი ექიმებმა კულისებში გაიყვანეს. მის წარმომადგენელს მსახიობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რამი მალეკმა „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ჯგუფ Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის როლი შეასრულა.

Rami Malek falling off the Oscars stage

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე