ლედი გაგა ოსკარის ცერემონიაზე 40 მლნ დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულით მივიდა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 12:33 | 25.02.2019
ნანახია: 1595

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრილიანტით დამშვენებული ყელსაბამით მივიდა. სამკაულის ღირებულება 40 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. იუწყება ტელეარხი ABC.

ბრილიანტი კომპანია Tiffany & Co-ს ეკუთვნის და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყვითელი ბრილიანტია. ძვირფასი ქვა 1877 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ის 288 კარატს იწონიდა. ერთი წლის შემდეგ ძვირფასი ქვა საიუველირო კომპანიის დამფუძნებელმა ჩარლზ ტიფანიმ შეიძინა. დამუშავების შემდეგ იმავე წელს ტიფანის ბრილიანტმა 82 წახნაგი მიიღო და 128,54 კარატს იწონიდა.

ტელეარხის ინფორმაციით, ბრილიანტი ბოლოს ოდრი ჰეპბერნს 1961 წელს ამშვენებდა ფილმის „საუზმე ტიფანისთან“ სარეკლამო გადაღების დროს. მას შემდეგ ეს სამკაული არცერთ ვარსკვლავს დაჯილდოების ცერემონიებზე არ კეთებია. ბრენდმა გამონაკლისი ლედი გაგასთვის დაუშვა.  

 „(ლედი გაგა) უდაოდ შემოქმედი, ნოვატორი და წესების დამრღვევი ადამიანია. მოხარულ ვარ, რომ სწორედ ის, ისტორიაში პირველად გამოვა წითელ ხალიჩაზე  Tiffany Diamond-ის ბრილიანტით, რომელიც 141 წლის წინ მოიპოვეს“, - განაცხადა ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა რიდ კრაკოფმა.

 

 

Леди Гага пришла на "Оскар" в ожерелье с бриллиантом за $40 миллионов-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე