ირაკლი ალასანია: ხელისუფლებას უსამართლო სისტემის შენარჩუნებით სურს, მოიპაროს ხმები

საქართველო, თბილისი - 12:07 | 13.12.2015
ნანახია: 1524

"ეს არის თვალის ახვევა," - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, ხელისუფლების მიერ საარჩევნო სისტემაში შეტანილ ცვლილებებს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ქართული ოცნების კოალიციის წევრებს  2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს, რომელიც სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას ეხებოდა.

ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლებას რეიტინგის მკვეთრი დაცემის ფონზე ამ „უსამართლო სისტემის შენარჩუნებით სურს, მოიპაროს ხმები“.

„ის, რაც შემოგვთავაზა ივანიშვილის კოალიციამ, იმსახურებს შეფასებას, რომ ეს არის ამ ღირებულებების ღალატი. არანაირი სამართლიანი არგუმენტი არ არსებობს, რომ სჯობს, ეს რეფორმა 2020 წელს ჩატარდეს. თუკი 2020 წელს იქნება სამართლიანი, რატომ არ იქნება 2016 წელს? მათ სურთ, არჩევნებში გამარჯვება არასამართლიანი სისტემით მოიპოვონ. ამ სისტემით, 20%-იანი მხარდაჭერით მანდატების 50%-ს აიღებს,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე