სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 11:19 | 22.02.2019
ნანახია: 1411

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო.

სააგენტოს ინფორმაციით,  თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისგარეშე და ა.შ.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე