შვეიცარიაში ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:56 | 20.02.2019
ნანახია: 792

შვეიცარიაში, ვალეს კანტონში ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტები იპოვეს. ამის შესახებ შვეიცარიელმა პოლიციელებმა განაცხადეს.

„სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დილით დასრულდა. ჩვენ მას გავაგრძელებთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება. უგზო-უკვლოდ დაკარგულები არ არიან . დაშავებულია 4 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნულია ვალეს პოლიციის განცხადებაში.

ზვავი კურორტ კრან-მონტანაზე გუშინ ჩამოწვა. ზვავის ქვეშ მოყოლილთა სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ასი მაშველი, მათ შორის სამხედროებიც. ადგილზე მუშაობდნენ ძაღლები, ასევე გამოყენებული იყო ორი ვერტმფრენი. ნაპოვნია ოთხი ადამიანი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვავის ქვეშ 12 ადამიანი იყო მოყოლილი, თუმცა  მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე