კარლ ლაგერფელდს ვირჯინია ვიარი შეცვლის

საქართველო, თბილისი - 12:42 | 20.02.2019
ნანახია: 1432

ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარი ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდება გერმანელი მოდელიორის კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ის Chanel-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

22 იანვარს პარიზში, Chanel-ის ჩვენებაზე ლაგერფელდი შოუს დასასრულს სცენაზე არ გამოსულა. მის ნაცვლად პოდიუმზე გამოჩნდა ვიარი, ამ მოვლენამ სტუმრები შეაშფოთა, რადგან ლაგერფელდი დეფილეს ბოლოს მისასალმებელ გამოსვლებს არასდროს ტოვებდა.

ლაგერფელდი 85 წლის ასაკში გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი კუწქვეშა ჯირკვლის კიბო გახდა.

დიზაინერი მუშაობდა Fendi-ს, Chloe-სა და Krizia-ს მოდის სახლებში. კომპანია, რომელსაც თავისი სახელი უწოდა, ლაგერფელდმა 1974 წელს დაარსა. 1983 წელს ის Chanel-ს მხატვრული დირექტორი გახდა, სადაც დაკავებული იყო პრეტ-ა-პორტეს კოლექციის შექმნით, შემდეგ კი დააფუძნა KL და KL by Karl Lagerfeld-ის ხაზები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე