ავტომობილიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის 161 მძღოლი დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 20.02.2019
ნანახია: 1142

1-ლი იანვრიდან დღედე ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა, - ინფრომაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„1-ლი იანვრიდან დღედე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით,  შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა“, - იტყობინება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება  80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან  - 120 ლარის ოდენობით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24 საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე