აშშ იწყებს ლგბტ თემის დეკრიმინალიზაციის კამპანიას მსოფლიოს ათობით ქვეყანაში

საქართველო, თბილისი - 11:46 | 20.02.2019
ნანახია: 705

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იწყებს გლობალურ კამპანიას, რათა ბოლო მოეღოს ლგბტ თემის კრიმინალიზაციას ათობით ქვეყანაში, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია უკანონოდ არის მიჩნეული. ამის შესახებ ტელეარხი NBC იუწყება.

კამპანიას სათავეში უდგას გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენელი, რომელიც ტრამპის ადმინისტრციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც თავის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობს.

 „შეშფოთებას იწვევს ის, რომ 21-ე საუკუნეში 70-მდე ქვეყანაში კიდევ არსებობს კანონები, რომლებიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების სტატუსს ან მათ ქმედებებს კრიმინალთან აიგიავებს“, - განაცხადა გრენელმა.

დეკრიმინალიზაციის სტრატეგია ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა ელჩის თქმით, ამ საკითხში ჩაერთვება გაერო, ევროკავშირი, ეუთო და ის ქვეყნები, სადაც ლგბტ პირების უფლებები გადაიხედება. კამპანიაში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის სხვა საელჩოები ევროპის ქვეყნებში.

არსებული ინფორმციით, კამპანია ირანში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე