ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი გაუჩინარდა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 20.02.2019
ნანახია: 779

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. 78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული. ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია.

როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე