სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 09:44 | 20.02.2019
ნანახია: 899

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

დღის პირველ ნახევარში დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან და შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას და შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს  „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას. შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე