საფრანგეთის მაიოტას რეგიონთან, სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 19.02.2019
ნანახია: 968

„ცეცხლოვანი ბურთი“ რომელიც გუშინ საფრანგეთის მაიოტას რეგიონის თავზე გამოჩნდა, სავარაუდოდ მეტეორი იყო, რომელიც წყალში ჩავარდა. ამის შესახებ მაიოტას პრეფექტურაში განაცხადეს.

 „18 თებერვალს ადგილობრივი დროით 21.30 საათზე მაიოტას მცხოვრებლებმა აფეთქების ხმა გაიგონეს. ზოგიერთმა თვითმხილველმა ცაში „ცეცხლოვანი ბურთი“ დაინახა. სამაშველო სამსახურებს, პოლიციას, ჟანდარმებსა და მეხანძრეებს ტერიტორიაზე რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ შეუნიშნავთ“, - აღნიშნულია პრეფექტურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალისტების მიერ შეგროვებული ინფორმაციების თანახამდ, შესაძლოა ადგილი ჰქონდა ზღვაში მეტეორის ჩავარდნას, იმ ადგილზე, რომელიც სანაპიროსგან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს.

ამ დროისათვის ადგილობრივი ხელისუფლება ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელ ფაქტებს ეძებს, სწავლობს ასტრონომიულ დაკვირვებას და ციური სხეულის ჩავარდნის ზუსტ ადგილს.

მაიოტა საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონია და მდებარეობს ინდოეთის ოკეეანის დასავლეთ ნაწილში არსებულ მოზამბიკის სრუტეში, ჩრდილოეთ მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის მდებარე კომორის კუნძულებზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე