სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში ხვდება

საქართველო, თბილისი - 14:25 | 19.02.2019
ნანახია: 679

სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ელისეის სასახლეში დაიწყო. საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები ამ წუთებში ხვდებიან ერთმანეთს.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს, ჟერარ ლარშეს, შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში შექმნილი ვითარება იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე