ნიკარაგუაში ოპოზიციის ლიდერს 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 19.02.2019
ნანახია: 667

ნიკარაგუის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს მედარდო მაირენას 216 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციონერი 2018 წელს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობდა.          მაირენა გლეხთა მოძრაობის ლიდერია, რომელიც ნიკარაგუაში ტრანსოკეანური არხის მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვის.

მაირენას სხვა ბრალდებებთან ერთად ასევე ბრალი ედება ტერორიზმსა და მკვლელობების ორგანიზებაში. ამის გარდა პატიმრობა მიესაჯა კიდევ ორი ოპოზიციონერს - პედრო მენსა და ლუის ორლანდოს. მათ შესაბამისად 210 და 159 -წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ნიკარაგუას კანონების თანახამდ, თითოეული მსჯავრდებული ციხეში 30 წელს გაატარებს, რადგან ის მაქსიმალური სასჯელის ვადაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე