პროფესიები რომელიც ფსიქიკას ანგრევს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 25.09.2015
ნანახია: 2418

ძალიან დიდი დროის გასვლის შემდეგ (5 და მეტი წელი) პროფესია პიროვნებას აუცილებლად ამჩნევს შესაბამის კვალს, მათ შორის უარყოფითს, თუმცა, როგორც ჩანს, არსებითად არაფერი შეუსაბამო აქ არ არის. აი, ასეთი პროფესიების მცირე ჩამონათვალი

იურისტი         

როგორც წესი, ამ პროფესიას ირჩევს ზედმიწევნით ფრთხილი და ეჭვიანი ადამიანი («როგორმე რამე არ მოხდეს»). ხშირად, დროთა განმავლობაში ეს თვისება აბსურდამდე დადის, რაც ჩამოაცილებს «ნორმალურ» ადამიანებს, რადგან პირად ურთიერთობებშიც კი იურისტები ეძებენ რაღაც ხრიკს. დაბოლოს, სამართალმცოდნეთა ჰიპერინფორმირებას შეუძლია, ადვილად გადააქციოს ისინი პირქუშ «ბოტანიკოსებად».

ბუღალტერი

ცნობილია ხუმრობა, რომ «ბუღალტერი» ეს «დიაგნოზია». მართლაც, ამ პროფესიის ზოგიერთი ადამიანი იმდენად ირგებს საქმიან იმიჯს, რომ ციფრების მიმართ კირკიტი და «სიყვარული» პირად ცხოვრებაში გადააქვს. ბუღალტრებთან მიღებულია, ყველაფერი აკეთონ სწორად და ნათლად, ამიტომ რაღაც ექსტრემალური და ახალი მათში იწვევს შიშსა და შეშფოთებას. დროთა განმავლობაში ამ პროფესიის ბევრი ადამიანი მომაბეზრებელ ადამიანად გადაიქცევა. ამის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, ბუღალტრები პერიოდულად «მოსწყდნენ» ქაღალდებს და მეტი კონტაქტი იქონიონ ადამიანებთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ისინი მეორე აკაკი ბაშმაჩკინად იქცევიან (ნ. ვ. გოგოლის «შინელი»), რომლისთვისაც მსოფლიო მხოლოდ წერტილისა და მძიმისგან შედგებოდა.

ექიმი

საუბარია ექიმებზე, რომელთაც პრაქტიკაში შეხება აქვთ სერიოზულ ავადმყოფობასთან, ტანჯვასა და სიკვდილთან. ექიმები იღებენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას პაციენტებზე. ხშირად, ექიმების მხრიდან გულგრილობა, ცინიზმი და ემოციური ჩაკეტილობა იძულებითი ფსიქოლოგიური დაცვაა სტრესისგან, რომელიც ჩნდება ტანჯვაზე მუდმივი დაკვირვებით.

ფსიქოლოგები ამ პროფესიის ადამიანებს ურჩევენ, უფრო მეტად გაუზიარონ შიდა პრობლემები და განცდები უახლოეს ადამიანებს, ამასთანავე, არ დაავიწყდეთ თანაგრძნობა, რომელსაც მისგან ნათესავები ელოდებიან. სამსახურებრივი უსიამოვნება და მზრუნველობა სამსახურში უნდა დატოვონ და ეცადონ, თავიდან აიცილონ დამატებითი სტრესი.

სამხედრო მოსამსახურე

როგორც ცნობილია, სამხედრო მოსამსახურეები მკაცრი დისციპლინის ადამიანები არიან. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად «მწკრივში» აყენებენ საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს, გადაიქცევიან რა ოჯახის დიქტატორებად ან ტირანებად. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სამხედროები დროთა განმავლობაში იძენენ პიროვნების ამ ტიპის პროფესიულ დეფორმაციას, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია, გამოასწორო.

ჟურნალისტი

ადამიანები, რომლებიც ამ პროფესიას ირჩევენ, როგორც წესი, ძალიან მოკრძალებულნი არიან და ურჩევნიათ, ჩრდილში დარჩნენ («ის არის მთავარი ამ მოვლენაში, მე მხოლოდ ინტერვიუს ვიღებ»). გარდა ამისა, რასაკვირველია, ცნობისმოყვარენი არიან. ჟურნალისტურ პრაქტიკასთან ერთად, ყველა ის თვისება ვითარდება, რომლის შედეგი ყოველთვის კარგი როდია. ადამიანი შეიძლება შეეჯახოს ეგოცენტრიზმსა და გულწრფელ უტაქტობას, მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს პათოლოგიური მიმართულება, რომ ის არ ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით.

მასწავლებელი

ამ პროფესიის ადამიანები ხშირად ამპარტავნები არიან. როგორც წესი, აქვთ გაზვიადებული თვითშეფასება, მიუხედავად პროფესიონალიზმის ხარისხისა.

ადვილია, იყო მნიშვნელოვანი ბავშვის ფონზე, როცა პიროვნება ჯერ არ ჩამოყალიბებულა, და ზოგჯერ მასწავლებლის თვითშეფასება ავტორიტარიზმში გადადის _ თუ არა სკოლის მოსწავლეებზე, მაშინ ოჯახის წევრებზე.

პედაგოგებს აუცილებლად სჭირდებათ, თავი წარმოიდგინონ სხვა ადამიანის ადგილას, ასევე, გამოიმუშაონ თავმდაბლობა და თმენის უნარი.

ფსიქოლოგი

საიდუმლო არ არის, რომ ადამიანებს, რომელთაც გადაწყვიტეს, გახდნენ ფსიქოლოგები, უპირველეს ყოვლისა, სურთ, გაერკვნენ საკუთარ თავში და არა მომავალი პაციენტების პრობლემებში.

მეტიც, პირადი პრობლემები ხშირად მძაფრდება. აუცილებელია, ფსიქოლოგებმა მკვეთრად გამიჯნონ პროფესიული და პირადი ცხოვრება, ასევე, უნდა ისწავლონ, რომ ადამიანები არ აღიქვან, როგორც მასალა მომავალი კვლევისთვის.

გაყიდვების მენეჯერი

გაყიდო საქონელი, განსაკუთრებით არალიკვიდური _ მთელი ხელოვნებაა, რომელიც ამა თუ იმ სახით ადამიანს აიძულებს, ითვალთმაქცოს, იეშმაკოს და ზოგჯერ, უბრალოდ, მოიტყუოს. ამ პროფესიის ადამიანთა კიდევ ერთი მინუსი _ გადაჭარბებული ლაყბობა და ზედმეტი არტისტიზმი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება არაბუნებრივი გახდეს. ასეთ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევენ, ურჩევენ, ხელი შეუშალონ სამუშაოზე ფიქრს.

და როგორ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე თქვენი სამუშაო?




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე