დღეს ჩვენი გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 13:22 | 19.02.2019
ნანახია: 769

ტელეკომპანია "რუსთავი 2" მამუკა ხაზარაძის წერილს ავრცელებს, რომელიც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა თანამშრომლებს გაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძე თანამშრომლებს წერს, რომ უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ამის მიზანია ჩამოაშორონ საკუთარ საქმეს.
"ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენ საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძოლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!" - წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე