დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი არ დაუდასტურდა - ექიმი

საქართველო, თბილისი - 13:13 | 19.02.2019
ნანახია: 845

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი ამ ეტაპისთვის არ დაუდასტურდა, ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარინა გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ცნობით, გუშინ შედგა კოსილიუმი. ექიმების შემადგენლობამ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდა დამატებითი კვლევების ჩატარება.

"ამჟამად პაციენტი ინტენსიურ არეალში რჩება, არის აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატური, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით დღევანდელი კვლევის შედეგებს", - ამბობს ექიმი.

მარინა გელანტიას ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეტყველების პრობლემა არ ჰქონია, - "არანაირი მეტყველების პრობლემა, ჩვენი კვლევის მიზეზი რჩება ისევ მარჯვენა ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა."

ექიმის ცნობით, დღევანდელი გამოკვლევენის შემდეგ, შესაძლოა კოსილიუმი კიდევ შედგეს.

N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე