დავით ბაქრაძე მამუკა ხაზარაძეს სთავაზობს დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იქნება

საქართველო, თბილისი - 13:07 | 19.02.2019
ნანახია: 673

 

"მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ მოვიდეს პარლამენტში დაესწროს საკომიტეტო მოსმენას სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც" –  აცხადებს “ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

როგორც  დავით ბაქრაძემ განაცხადა, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით უმცირესობამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში უკვე დაიბარა

„მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ მოვიდეს  პარლამენტში ისიც დაესწროს  საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან გუშინ გამოთქვა მზადყოფნა,რომ საზოგადოებას მიაწოდებს დოკუმენტებს და ინფორმაციას. ამიტომ მე მაქვს შეთავაზება მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, საზოგადოებისთვის ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს თიბისის  მიმართ და თიბისი ბანკს ეროვნული ბანკის მიმართ.

ეს იქნება საზოგადოებისთვის, ყველაზე მისაღები ფორმა ,რომ საპარლამენტო ფორმატში თიბისი ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღიად  ერთმანეთთან არგუმენტებით  დაუპირისპირდნენ და  გაირკვეს ,რომელი მხარე არის მართალი და რომელ მხარეს რა პრეტენზია აქვს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე