ცნობილ ფოტოზე - „კოცნა ტაიმს-სკვერზე“ აღბეჭდილი მეზღვაური გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.02.2019
ნანახია: 827

აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდონსი, რომელიც აღბეჭდილია ცნობილ ფოტოსურათზე „კოცნა ტაიმს-სკვერზე“. ამის შესახებ NBC-ი იუწყება.

მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ მედიას მისმა ქალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მენდონსს გულის მძიმე უკმარისობა ჰქონდა.

ფოტოსურათი „კოცნა ტაიმს-სკვერზე“ 1945 წლის 14 აგვისტოს ალფრედ ეიზენშტადტმა გადაიღო. ამ დღეს აშშ იაპონიის კაპიტულაციასა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავდა.

როგორც NBC აღნიშნავს, წლების განმავლობაში რამდენიმე მეზღვაური ამტკიცებდა, რომ ფოტოზე სწორედ ისინი იყვნენ გამოსახულნი. 2012 წელს ტექნოლოგიების დახმარებით დადგინდა, რომ ფოტოსურათზე აღბეჭდილია მენდონსი. ის გრეტა ფრიდმანს კოცნის, რომელიც 2016 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე