სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 19.02.2019
ნანახია: 987

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბ ალანსში მისი წილი 22.9 პროცენტს შეადგენს.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო  ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე