დონალდ ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 19.02.2019
ნანახია: 585

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის შეირაღებულ ძალებს დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მიგვაჩნია, რომ ვენესუელის შეიარაღებული ძალები და მათი მეთაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში დემოკრატიის მშვიდობიანად დამყარების პროცესში. თუ თქვენ ამ გაზს აირჩევთ, მოგეცემათ შესაძლებლობა ვენესუელელ ხალხს დაეხმაროთ შექმნას უსაფრთხო და წარმატებული მომავალი. მადუროს მხარდაჭერის გაგრძელებით კი თქვენ მეორე გზას აირჩევთ“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ში ვენესუელის დიასპორის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მეორე გზის არჩევის შემთხვევაში ისინი ვერ იპოვიან ვედც თავშესაფარს, ვერც მარტივ გამოსავალს, მათ უბრალოდ უკან დასახევი გზა აღარ ექნებათ. „თქვენ ყველაფერს დაკარგავთ“, - მიმართა ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს.

მან სამხედროებს მოუწოდა ისარგებლონ ხუან გუაიდოს წინადადებით,  დაუჭირონ მას მხარი და მიიღონ ამნისტია, რათა იცხოვრონ მშვიდობიანად თავიანთ ოჯახებთან ერთად.

„გუიადო, ისევე როგორც ჩვენ, შურისძიებისკენ არ მივისწრაფვით. თუმცა თქვენ არ უნდა დაემორჩილოთ მადუროს ბრძანებებს, არ უნდა დაბლოკოთ ჰუმანიტარული დახმარება, არ უნდა დაემუქროთ და იძალადოთ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერების, ეროვნული ასამბლეის წევრების წინააღმდეგ“,
- აღნიშნა ტრამპმა ვენესუელელი სამხედროებისადმი მიმართვისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე