ერაყში, 25 წლის ქალმა 7 ტყუპისცალი გააჩინა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 19.02.2019
ნანახია: 732

ერაყში, 25 წლის ქალმა შვიდი ტყუპისცალი გააჩინა. ერთი ბიჭი და ექვსი გოგონა ქვეყნიერებას დიალას პროვინციაში მოევლინა. ყველა მათგანი ჯანმრთელია. თავს კარგად გრძნობს ახალგაზრდა დედაც. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ  ქალმა ბუნებრივი გზით იმშობიარა.

უჩვეულო მშობიარობის დეტალები ჟურნალისტებს ახალშობილების მამამ იუსეფ ფადლიმ უამბო. მამაკაცის თქმით, მათ უკვე ჰყავთ სამი უფროსი შვილი, ამიტომ როდესაც მისი ცოლი დაორსულდა, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან შვილის გაჩენას აღარ გეგმავდნენ.

შვიდი ტყუპისცალის მოვლინება პირველად ოფიციალურად შეერთებულ შტატებში, 1997 წელს დაფიქსირდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე