პოროშენკო საქართველოს მთავრობას ემუდარებოდა წავეყვანეთ, მაგრამ ქართველებმა გარკვევით უარი უთხრეს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:44 | 19.02.2019
ნანახია: 775

"ნებისმიერი 72 საათის განმავლობაში, როცა მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გავლას შევძლებ, ეს რეჟიმის დასასრული იქნება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ონლაინტელევიზიის “Krym TV”-ს ჟურნალისტთან, ვლადიმირ ფედორინთან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების შემდეგ, ის არის ერთადერთი სახელმწიფო ლიდერი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.

„ნებისმიერი 72 საათის განმავლობაში, როცა მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გავლას შევძლებ, ახლაც კი, არჩევნების გარეშე, ეს რეჟიმის დასასრული იქნება... ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების შემდეგ, მე ვარ ერთადერთი სახელმწიფო ლიდერი, რომელსაც მოქალაქეობა ჩამოართვეს. მე არც დევნილი ვარ და არც პოლიტ ემიგრანტი, რომელიც უსამართლო სასჯელს გაექცა, მე ვითხოვდი გავესამართლებინეთ, მე ვითხოვდი გავსამართელბულიყავი უკრაინაში, მზად ვიყავი მეთანამშრომლა ქართველ სამართალდამცავებთან, მაგრამ საჯაროდ და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ დამიჭირეს უკრაინაში, ხელბორკილები დამადეს და პოროშენკო საქართველოს მთავრობას ემუდარებოდა წავეყვანეთ, მაგრამ ქართველებმა გარკვევით უარი უთხრეს, ანუ ისინი თითქოს მასამართლებენ, მაგრამ ქართულ ციხეში ჩემი დანახვა არ სურთ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში.

ინტერვიუს თარგმანი "რადიო თავისუფლებას" ეკუთვნის.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე